საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში

გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისია სტუმრად ტექნოპარკში

გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის (UNECE) ინოვაციური პოლიტიკის მიმართულების ხელმძღვანელი ანდრეს ჯოენსონი თავის გუნდთან ერთად საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ესტუმრა. სტუმრებს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარემ ავთანდილ კასრაძემ უმასპინძლა. კომისიის ვიზიტის მთავარი მიზანი იყო, ინოვაციური პოლიტიკის ხედვის ახალი ინდიკატორების შემუშავება. საპილოტე ქვეყნად საქართველო შეირჩა და საქართველოს ინოვაციური მდგომარეობის პირველ მიმოხილვაზე დაიწყო მუშაობა. საქართველოში ორივე კვლევის წარმატებით ჩატარება შესაძლებლობას მოგვცემს სამომავლოდ გლობალური ინოვაციების რეიტინგი გაუმჯობესდეს.