2025 წლის წლიური ანგარიში

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს 2025 წლის ანგარიში სამ სტრატეგიულ მიმართულებას მოიცავს: 

• ტექნოლოგიური და ინოვაციური საზოგადოების განვითარება;

• სტარტაპ ეკოსისტემის გაძლიერება ; 

• კვლევისა და განვითარების (R&D) ეკოსისტემის მხარდაჭერა  


2025 წელს 

• სააგენტოს 9 ტექნოპარკის ბაზაზე განხორციელებული პროგრამებითა და სერვისებით 17,000-ზე მეტმა ბენეფიციარმა ისარგებლა. სააგენტოს სტარტაპ პორტფელში დაფინანსებული პროექტების რაოდენობამ კი 420-ს მიაღწია. 

• „ინოვაციების შესახებ“ კანონში განხორციელებული ცვლილებებით განისაზღვრა სამი ახალი სტატუსი: ინოვაციური სტარტაპის, ინოვაციური მცირე და საშუალო საწარმოს (SME) და კვლევისა და განვითარების (R&D) მომსახურების გამწევი კომპანიის სტატუსი. 

• ამოქმედდა „ინოვაციური სტარტაპის აქსელერაციის“ პროგრამა - ოთხი საერთაშორისო აქსელერატორი განვითარების ადრეულ ეტაპზე მყოფ სტარტაპებს ყველა ეტაპზე დაეხმარება.

ვრცლად: წლიური ანგარიში 2025