AI ინოვაციის კვირეულის გახსნა ზუგდიდის ტექნოპარკში

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი და ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარე ავთანდილ კასრაძე ზუგდიდის ტექნოპარკში AI ინოვაციის კვირეულის გახსნის ღონისძიებას დაესწრნენ. 

AI ინოვაციის კვირეული 5 დღიანი პრაქტიკული საგანმანათლებლო პროექტია, რომლიც 14–დან 17 წლამდე ასაკის ახალგაზრდებს შესაძლებლობას აძლევს, გაეცნონ ხელოვნური ინტელექტის, რობოტიკისა და თანამედროვე ციფრული ტექნოლოგიების შესაძლებლობებს და მიღებული ცოდნა პრაქტიკულ პროექტებში გამოიყენონ. 

ირაკლი ნადარეიშვილმა და ავთანდილ კასრაძემ კვირეულის მონაწილეებს წარმატება უსურვეს და აღნიშნეს, რომ მომავლის პროფესიების დაუფლება ცოდნაზე და ინოვაციაზე დაფუძნებული ეკონომიკის განვითარების მნიშვნელოვანი კომპონენტია. მინისტრის მოადგილის განცხადებით, ინოვაციური სტარტაპ ეკოსისტემის განვითარების და ხელშეწყობის მიმართულებით ხელმისაწვდომია მთელი რიგი პროგრამები, რომლებსაც საქართველოს მთავრობა, მათ შორის, ქვეყნის რეგიონებში ახორციელებს. ღონისძიების ფარგლებში მინისტრის მოადგილემ და ავთანდილ კასრაძემ ასევე დაათვალიერეს ტექნოპარკის სივრცე, ფაბლაბი და სამომავლო გეგმები განიხილა. 

პროგრამაში მონაწილეობს 60 ახალგაზრდა სამეგრელოს რეგიონიდან, რომლებიც ორ მიმართულებად იყოფიან: AI Robotics Lab- ხელოვნური ინტელექტისა და რობოტიკის მიმართულება და AI Product Lab ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით ციფრული პროდუქტებისა და გადაწყვეტილებების შექმნის მიმართულება.