SWITCH 2026
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ირაკლი ნადარეიშვილმა და ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარემ ავთანდილ კასრაძემ სინგაპურში, აზიის ერთ-ერთი უმსხვილესი ტექნოლოგიური ფორუმის, SWITCH 2026-ის ფარგლებში, ქართული სტარტაპების სტენდები დაათვალიერეს და მათ მიერ შექმნილ ინოვაციურ ტექნოლოგიურ პროდუქტებს გაეცნენ.
სინგაპურის ინოვაციების და ტექნოლოგიების კვირეულის ფარგლებში, საქართველო წელს პირველად არის წარმოდგენილი ქვეყნის პავილიონით „StartUP in Georgia“. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მხარდაჭერით, ღონისძიებაში ხუთი ქართული სტარტაპი Clinova, Dunno, Omniform Systems, Vybe და PhytoTester საკუთარი სტენდებით მონაწილეობს.
SWITCH 2026 საერთაშორისო ტექნოლოგიური ფორუმია, რომელიც სტარტაპებს, ინვესტორებს, ტექნოლოგიურ კომპანიებსა და ეკოსისტემის წარმომადგენლებს საერთაშორისო თანამშრომლობისა და ახალი ბიზნესკავშირების დამყარების შესაძლებლობას აძლევს.
