„AI-ს ჰაბი ახმეტის ტექნოპარკში“ იწყება.
ტრენინგი მონაწილეებს ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობებს გააცნობს და მის პრაქტიკულ გამოყენებაში საჭირო ცოდნასა და უნარებს განუვითარებს.
ხუთდღიანი პროგრამა მოიცავს ხელოვნური ინტელექტის საფუძვლებს, პრომპტების შექმნასა და AI-სთან ეფექტურ კომუნიკაციას, თამაშების შექმნას, ვიდეოგენერაციასა და ანიმაციას. მონაწილეები ასევე შეხვდებიან AI-ს ავტომატიზაციის ინჟინერს და მისგან პრაქტიკულ გამოცდილებას მიიღებენ.
პროგრამის ბოლოს მონაწილეები მიღებულ ცოდნას საკუთარ შემოქმედებით პროექტში გამოიყენებენ და ნამუშევრებს წარადგენენ.
ასაკი: 13+
მონაწილეობის მისაღებად დარეგისტრირდით: https://apps.mygita.ge/zs/UIDFt4
რეგისტრაციის ბოლო ვადაა 10 ოქტომბერი