კასპის ტექნოპარკში ენერგეტიკის მიმართულების ჰაკათონი Energo Hack 2026 გაიმართება
11-12 ივლისს კასპის ტექნოპარკი ენერგეტიკის სფეროთი დაინტერესებულ ახალგაზრდებს უმასპინძლებს.
მონაწილეებს ელოდებათ რეალური გამოწვევები ენერგეტიკის სფეროდან, მენტორებთან მუშაობა და 48 საათი იდეიდან პროტოტიპამდე.
გამარჯვებული გუნდები მიიღებენ 10,000₾-იან გრანტს.
ჰაკათონამდე 2 დღით ადრე ჩატარდება ონლაინ პრეზენტაცია, სადაც მონაწილეები მენტორებისგან მიიღებენ დავალებებს და დაიწყებენ მომზადებას.
პროექტს მხარს უჭერს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკი), ხოლო გენერალური სპონსორია ენერგეტიკის სასწავლო ცენტრი.
ასაკი: 16+
მონაწილეობის მისაღებად დარეგისტრირდით: https://apps.mygita.ge/zs/xsBRo3
რეგისტრაციის ბოლო ვადაა 9 ივლისი