გურჯაანის ტექნოპარკში „Market Hack - ჰაკათონი მარკეტინგის მიმართულები“ გაიმართება!
7 და 8 ნოემბერს, 36 საათის განმავლობაში, მონაწილეები მთელი საქართველოდან, იმუშავებენ მარკეტინგის სექტორში არსებული გამოწვევების ტექნოლოგიური და ინოვაციური გზებით გადაჭრაზე. მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ, მენტორების მხარდაჭერითა და ფაბლაბის რესურსების გამოყენებით, საკუთარი იდეები პროტოტიპებად აქციონ. საუკეთესო პროექტის ავტორს პროტოტიპის განვითარებისთვის 10 000 ლარიანი გრანტი გადაეცემა.
პროექტში მონაწილეობა შესაძლებელია როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად (2-4 მონაწილე)
მონაწილეებისთვის უზრუნველყოფილი იქნება ორმხრივი ტრანსპორტირება: თბილისი-გურჯაანი-თბილისი.
ასაკი: 16+
მონაწილეობის მისაღებად დარეგისტრირდით: https://apps.mygita.ge/zs/FoBnuE
საკონტაქტო პირი: ელენა გოგოლაშვილი egogolashvili@gita.gov.ge ( 555 777 877)