პროგრამები

MentorLab - ტექნოლოგიებისა და მეცნიერების ჰაბი

MentorLab - ტექნოლოგიებისა და მეცნიერების ჰაბი

ახმეტის ტექნოპარკი იწყებს ახალ პროექტს „MentorLab - ტექნოლოგიებისა და მეცნიერების ჰაბი“!

MentorLab - ტექნოლოგიებისა და მეცნიერების ჰაბი

პროექტი მონაწილეებს შესაძლებლობას მისცემს გაეცნონ ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების თანამედროვე ტენდენციებს, ჩაერთონ STEAM მიმართულების ტრენინგებსა და ვორქშოპებში და მიიღონ ცოდნასა და პრაქტიკულ გამოცდილებაზე დაფუძნებული გადაწყვეტილებები მომავალი პროფესიის არჩევისთვის.

პროგრამის ფარგლებში მონაწილეები იმუშავებენ Arduino მიკროკონტროლერებთან და სხვადასხვა ტექნოლოგიურ კომპონენტთან, შექმნიან STEAM პროექტებს, დაესწრებიან ინოვაციური მეწარმეობის შეხვედრებს და დემო დღეზე საკუთარ იდეებს წარადგენენ.

პროექტი აერთიანებს მეცნიერებას, ტექნოლოგიებსა და ინოვაციებს, ხელს უწყობს ახალი უნარების განვითარებას და მონაწილეებს აკავშირებს დარგობრივ სექტორთან სამომავლო თანამშრომლობისა და გამოცდილების მისაღებად.

პროექტში ჩაერთვება 3 ნაკადი, სადაც მონაწილეები 5 დღის განმავლობაში იმუშავებენ მეცნიერების, ინჟინერიისა და ინოვაციური მეწარმეობის მიმართულებებით. პროექტის დასრულების შემდეგ გაიმართება ერთდღიანი სამეცნიერო პიკნიკი.

პროექტში მონაწილეობა შეუძლიათ როგორც მოსწავლეებს, ასევე პედაგოგებს.


პირველი ნაკადი: 8-12 ივნისი

ასაკი: 14+

მონაწილეობის მისაღებად დარეგისტრირდით: https://apps.mygita.ge/zs/4YjmgI

რეგისტრაციის ბოლო ვადაა 6 ივნისი


MentorLab - ტექნოლოგიებისა და მეცნიერების ჰაბი

Book program