ახმეტის ტექნოპარკში Smart Tourism Week Akhmeta იწყება!
პროექტი განკუთვნილია 15+ ასაკის ახალგაზრდებისა და ტურიზმის სექტორში ჩართული პირებისთვის. მისი მიზანია ტურიზმისა და ტექნოლოგიების კავშირის პრაქტიკული გაცნობა.
მონაწილეები გაეცნობიან ციფრული ტურიზმის, ტურისტული ტექნოლოგიებისა და ტექნოლოგიური მეწარმეობის საფუძვლებს, ჩაერთვებიან მენტორინგ სესიებსა და პრაქტიკულ აქტივობებში.
პროექტის დასასრულს მონაწილეები შექმნიან ინოვაციურ ტურისტულ იდეებსა და პროტოტიპებს, რომლებსაც განვითარების პოტენციალი ექნება.
პროგრამა ასევე მოიცავს გასვლით ვორქშოფს, სადაც მონაწილეები რეალურ გარემოში გაეცნობიან ციფრული ტურიზმის შესაძლებლობებს.
ასაკი: 15+
რეგისტრაციის ბოლო ვადაა 18 ივნისი
მონაწილეობის მისაღებად დარეგისტრირდით: https://apps.mygita.ge/zs/E1DF6V