საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო იწყებს ახალ პროექტს: "Tech sPark - სასკოლო სტარტაპ კონკურსი", რომელიც მთელი საქართველოს მასშტაბით განხორციელდება.
პროექტის ფარგლებში საქართველოს მასშტაბით მოქმედი საჯარო და კერძო სკოლები ერთმანეთს შეეჯიბრებიან „წლის ყველაზე ინოვაციური და ტექნოლოგიური სკოლის“ სტატუსის მოსაპოვებლად.
კონკურსის მიზანია ახალგაზრდებში მეცნიერების, ინოვაციებისა და STEAM განათლების პოპულარიზაცია, აგრეთვე მოსწავლეებში კრეატიული აზროვნების, ტექნოლოგიური უნარებისა და გუნდური მუშაობის განვითარება. კონკურსის ფარგლებში მონაწილე სასკოლო გუნდები იმუშავებენ ინოვაციურ სტარტაპიდეებზე და დემო დღის ფორმატში წარადგენენ საკუთარ პროექტებს, რომლებიც პასუხობს განათლების სფეროში არსებულ რეალურ გამოწვევებს და მიზნად ისახავს ტექნოლოგიების გამოყენებით ახალი, პრაქტიკული გადაწყვეტილებების შეთავაზებას.
მონაწილეთა რაოდენობა და სამიზნე სეგმენტი: კონკურსში მონაწილეობა შეეძლებათ 15 წლიდან სკოლის მოსწავლეებსა და სკოლის მასწავლებლებს.
კონკურსი სამ ეტაპად იყოფა:
1. შიდა მუნიციპალური - ღიაა ყველა სკოლისთვის, მონაწილეთა რაოდენობა შეუზღუდავია.
2. რეგიონული კონკურსი - თითოეული მუნიციპალიტეტიდან ერთი სასკოლო გუნდი;
3. ეროვნული კონკურსი - თითოეული რეგიონიდან ერთი სასკოლო გუნდი.
გუნდის შემადგენლობა და რეგისტრაცია პროექტში მონაწილეობის მსურველი სკოლები გუნდურად გაივლიან რეგისტრაციას. გუნდი უნდა შედგებოდეს ერთი მასწავლებლისაგან და მოსწავლეებისაგან (3-5 მოსწავლე). მასწავლებელი სასურველია იყოს STEAM საგნების პედაგოგი.
გამარჯვებულ სკოლას გადაეცემა პრიზი 5000 ლარი, ხოლო გამარჯვებულ მოსწავლეებს სხვადასხვა ტიპის საჩუქრები.
მონაწილეობის მისაღებად დარეგისტრირდით: https://apps.mygita.ge/zs/ShBBpC
რეგისტრაციის ბოლო ვადაა 30 ოქტომბერი